მასწავლებელი
: ნანა მოსეშვილი 07.04.2016
გაკვეთილის თემა
|
სიბერე,
მოხუცებული ადამიანები, დაბერებული არსებები
რევაზ ინანიშნილის „მუხა“ |
|||
სწავლების საფეხური/კლასი/მოსწავლეთა რაოდენობა
|
დაწყებითი,
მე-5 კლასი, 32 მოსწავლე
|
|||
საჭირო დრო
|
45
წუთი
|
|||
გაკვეთილის
მიზნები/სწავლის შედეგები/ღირებულებები
- მოსწავლეებს გაუღვივდებათ პატივისცემა დაბერებული არსებებისადმი. - მოსწავლეები მოერიდებიან მოხუცებისა და დაბერებული არსებებისადმი უდიერ, შეუბრალებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობას. - მოსწავლეებს გაუჩნდებათ პოზიტიური, მზრუნველობითი დამოკიდებულება დაბერებულთა (მცენარეები, ცხოველები, ადამიანები) მიმართ. ცოდნა - მოსწავლეები დაახასიათებენ და განარჩევენ ფაქტობრივ და სააზროვნო შეკითხვებს. - გაიაზრებენ მოხუცი ადამიანების და დაბერებული არსებების პრობლემებს. - დაეუფლებიან ლექსიკურ ერთეულებსა და ფრაზეოლოგიზმებს : ტანდაკოჟრილი, თელა, შეზარხოშდნენ, ფეხმორთხმული, ჭარმაგი, გამოხდა ხანი, აი, ბურთი და აი, მოედანი. უნარები (სააზროვნო უნარები, შეფასების უნარები, კითხვის სტრატეგიები) -ტექსტიდან ამოკრებილ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააანალიზებენ მუხის მდგომარეობას დაახასიათებენ პაპის საქციელს, შინაარსის გააზრების საფუძველზე. - შეძლებენ ფაქტობრივი და სააზროვნო შეკითხვების დასმას ტექსტის უკეთ გასააზრებლად. - გამოიტანენ დასკვნებს ნაწარმოების მთავარი თემისა და მნიშვნელოვანი ღირებულებების შესახებ (მოხუცების პატივისცემა, ცოცხალი ბუნების მოფრთხილება). |
|
|||
ეროვნული
სასწავლო გეგმის შედეგი
|
ქართ. V.1.
მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და დამუშავების უნარი. ქართ.V.2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. ქართ.V.4 მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი ქართ.V.7,8. მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო სხვადასხვა ტექსტის წაკითხვა და გააზრება-გაგება-გაანალიზება. ქართ.V.9 მოსწავლეს აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის უნარი. ქართ.V.14 მოსწავლეს შეუძლია წერითი დავალების განსაზღვრა და შესრულება. |
|||
საჭირო
მასალა
|
ტექსტი,
ფორმატი, თაბახის ფურცლები, სქემები, კალამი, მარკერი, ფანქარი, სახელმძღვანელო.
|
|||
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
-წინარე ცოდნისა და უნარ-ჩვევების გააქტიურება
-გააზრებული კითხვის სტრატეგიები -ლექსიკური მარაგის გამდიდრება -ტექსტში ჩაღრმავება, შეჯამება, გაანალიზება |
|||
მიმოხილვაc
ძირითადი მიზანი : მხატვრული ტექსტის გაგება, გააზრება. თანმდევი მიზანი : ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, მხატვრული ტექსტის წაკითხვისა და გააზრების, ტექსტიდან საჭირო მონაცემების ამოკრების, გაანალიზების, დახარისხებისა და მათი გამოყენების, ასევე ტექსტის ირგვლივ კითხვის დასმისა და პასუხების გაცემის უნარ- ჩვევების განვითარება. |
||||
წინასწარი შეფასება -
გაკვეთილზე ვააქტიურებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას გაკვეთილის დაგეგმვა მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები : ინდივიდუალური, ჯგუფებში. მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები : - მთელი კლასი, დიფერენცირებული და შერეული ჯგუფები დიფერენცირებული დაჯგუფების კრიტერიუმები : მოსწავლეები დაყოფილი იქნებიან 5 ჯგუფად შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით : ა) დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგები. ბ) საკლასო განმავითარებელი შეფასების შედეგები. გ) საშინაო დავალებების ანალიზი. I (5 მოსწავლე) – „სუსტი“ მკითხველები (დაბალი მაჩვენებლების მქონენი კითხვის ტექნიკაში, გაგება-გააზრებასა და ლექსიკურ მარაგში, უძნელდებათ მაღალი დონის სააზროვნო შეკითხვებთან მუშაობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება და ნაწარმოების მთავარი თემის შესახებ დასკვნების გაკეთება). II, III (5-5 მოსწავლე) – „საშუალო“ მკითხველები IV, V (5-5 მოსწავლე) – „კარგი“ მკითხველები გაკვეთილზე გამოყენებყლი მეთოდები/სტრატეგიები/აქტივობები - გონებრივი იერიში - მოდელირება ხმამაღლა ფიქრით (შეკითხვების დასმა) - სქემების შევსება - ვერბალურ-ვიზუალური ასოციაციების სქემა - დისკუსია - 5 წუთიანი წერა |
||||
გაკვეთილის ფაზები
|
||||
I ფაზა
ტექსტის წაკითხვამდე აქტივობა I მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზნებს. მუშაობის ფორმა - მთელი კლასი (2 წთ) აქტივობა II თემატური გამოწვევა-შეკითხვები ილუსტრაციის გარშემო. 5 წუთიანი წერა მუშაობის ფორმა - ჯგუფური მუშაობა (5 წთ) მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი შეარჩევს პრეზენტატორს და წარადგენს ნამუშევარს. პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს კონსტრუქციულ უკუკავშირს. |
II ფაზა
წაკითხვის დროს აქტივობა III პედაგოგი უკითხავს მოსწავლეებს რევაზ ინანიშვილის მოთხრობას „მუხა“, ხოლო შემდეგ სთხოვს ინდივიდუალურად სახელმძღვანელოებში ხმადაბლა წაიკითხონ ტექსტი. (5 წთ) აქტივობა IV აქტივობის ბარათებზე დაწერილი ვერბალურ-ვიზუალური ასოციაციების სქემის შევსება. სხვადასხვა დონის შეკითხვების დასმა (2 ფაქტობრივი და 2 სააზროვნო შეკითხვა). (10 წთ) აქტივობა V შესრულებული დავალების პრეზენტაცია (3 წთ) |
III ფაზა
წაკითხვის შემდეგ აქტივობა VI სტრუქტუირებული დისკუსია. მასწავლებელი წარმართავს დისკუსიას მთელ კლასთან. სავარაუდო სადისკუსიო შეკითხვები : - რა გრძნობა დაგეუფლათ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ? - რატომ ჩაიმუხლა გოგონამ მუხასთან ? რატომ არის მოხუცი მონადირის შვილი გოგონა და არა ბიჭი ? - რისი სიმბოლოა ბღუჯად ამოსული ია ? - როგორ ფიქრობთ, ამჩნევდნენ თუ არა მოქეიფე მონადირეები მუხას და როგორ შეაფასებდი მათ საქციელს. - მოძებნეთ წინადადება, რომელშიც მწერალი ერთად ახსენებს სიცილსა და სიმწარეს. ვინ იცინის ? ვის სტკივა ? - როგორ უშველა ისევ ბუნებამ ნაჭრილობევ მუხას ? - გავიდა ხანი - თვეები, წლები. როგორ ფიქრობთ, ამ ხნის განმავლობაში გაახსენდებოდა თუ არა მონადირეს ეს ამბავი ? - რა გამოხატა ბოლო საქციელით მოხუცმა მონადირემ ? რატომ მოიქცა იგი ასე ? - რატომ ეუფლება ბოლოს მოწიწების განცდა მონადირეს ? - იგრძნობა თუ არა ნაწარმოებში იმედი ? რისი სიმბოლოა მუხა ? - როგორ ადამიანთან დააკავშირებდი მუხას ? - რა შეგიძლია გააკეთო მოხუცი ადამიანებისთვის ? - როგორ გამოვხატოთ პატივისცემა და ზრუნვა მოხუცი ადამიანების, დაბერებული არსებების მიმართ ? |
||
შეფასება :
განმავითარებელი შეფასება თვითშეფასება (რა გავაკეთეთ ? ახალი რა ვისწავლეთ ? ყველაზე მეტად რა დამეხმარა ? რა გამიჭირდა ? ვის შევეკითხე ?) საშინაო დავალება თითოეულმა ჯგუფმა შექმნას სარეკლამო ბანერი ბუნების მოვლის გაფრთხილების და მასზე ზრუნვის თემაზე. მოვემზადოთ პროექტისთვის : „ჩვენს გარშემო ბევრი მიუსაფარი მოხუცია“ როგორ ვიზრუნოთ მათზე ? |
Комментариев нет:
Отправить комментарий