შეფასების რუბრიკა

  კრიტერიუმი

 დაბალი
  1-4
 საშუალო
  5-6   

საშუალოზე მა-ღალი
   7-8
   მაღალი
   9-10
მხატვრული ტექსტის წაკითხვა და გაგება-გაანალიზება
ვერ ამოიცნობს ნაწარმოების მთავარ იდეას.ვერ აღწერს და საუბრობს პერსონაჟების საქციელის შესახებ.
უჭირს მსჯელობა ნაწარმოების მთავარი იდეის შესახებ. ზედაპირულად აღწერს პერსონაჟების ქცევას. ვერ ასაბუთებს მათი საქციელის მიზეზებს.
მსჯელობს ნაწარმოების მთავარი იდეისა და მასში მოცემული ღირებულებების შესახებ. აღწერს
პერსონაჟების მდგომარეობას და ასაბუთებს  მათი საქციელის მიზეზებს.
არგუმენტირებულად
მსჯელობს ნაწარმოების მთავარი იდეისა და მასში მოცემული ღირებულებების შესახებ.შეუძლია პერსონაჟთა ქცევების დასაბუთება, მათი  ქმედებების ინტერპრეტირება.
 შეკითხვების
 დასმა
უძნელდება ფაქტობრივი და სააზროვნო შეკითხვების ერთმანეთისგან გარჩევა.
განარჩევს ერთმანეთისგან ფაქტობრივსა და სააზროვნო შეკითხვებს, ზოგჯერ უშვებს შეცდომას.
ძირითადად სწორად განარჩევს ერთმანეთისგან ფაქტობრივსა და სააზროვნო შეკითხვებს.
ადვილად განარჩევს ერთმანეთისგან ფაქტობრივსა და სააზროვნო შეკითხვებს.
  ჯგუფური
 მუშაობა
არ აქტიურობს ჯგუფში მუშაობისას.ვერ
ახერხებს საერთო დავალებაზე კონცენტრირებას. ვერ თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.
იშვიათად ერთვება ჯგუფის მუშაობაში. უძნელდება საერთო დავალებაზე კონცენტრირება და მისი ბოლომდე შესრულება.
ინაწილებს პაუხისმგებლობას და უსმენს ჯგუფის წევრებს. უზიარებს მათ საკუთარ მოსაზრებებს.
ახერხებს ჯგუფის წევრების მუშაობის კოორდინაციას, ინაწილებს პასუხისმგებლობას .
აქტიურად უსმენს ჯგუფის წევრებს და უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий